არჩევნები 2020

სააკაშვილი: ბოლომდე იდექით მაგრად, დილიდან ვაცხადებთ მასობრივ მობილიზაციას

მინდა, მოვუწოდო ყველა ჩვენს აქტივისტს, უბნებზე ყველა ჩვენს წარმომადგენელს, ბოლომდე იდექით მაგრად, ხვალ დილიდან ვაცხადებთ მასობრივ მობილიზაციას, არ მივცემთ ივანიშვილს საშუალებას მოიპაროს ქართველი ხალხის არჩევანი, ის იპარავს საქართველოს და თითოეული თქვენგანის ბედს. ჩვეულებრივად მიდის მოპარვა არჩევნების ამ წუთებში და ამ საათებში, როდესაც მე ვლაპარაკობ.

მინდა, მოვუწოდო ყველა სხვა ოპოზიციურ ძალას - მეგობრებო, მესმის, რომ ყველა არ არის კმაყოფილი თავისი საარჩევნო შედეგებით, ახლა აღარ არის კონკურენციის დრო და ახლა აღარ არის დროს გვერდზე დგომის და გვერდიდან სეირის ყურების, თითოეული თქვენგანის ხმა არის დასაცავი. ან ახლა ყველანი ჩვენ ვდგებით ერთად, ყველანი ერთად ვაყალიბებთ ეროვნული ერთიანობის მთავრობას, ყველანი ერთად ვწევთ გვერდზე ივანიშვილს და ამ ბანდას, რომელმაც ახლა სრულიად თავხედურად ხელთათმანები მოიხსნა და აყალბებს არჩევნებს, ან ჩვენ ვკარგავთ ქვეყანას და ან ჩვენ ვწყვეტთ არსებობას. ეს არის ორჯერ ორი ოთხი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, ამის შესახებ ტელეკომპანია მთავარის ეთერში ისაუბრა.

კომენტარები