NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
რუსეთი

მოსკოვში, საფრანგეთის საელჩოსთან აქცია გაიმართა, დემონსტრანტებმა მაკრონის ფოტო დაწვეს [PHOTOS]

პარასკევი, 30 ოქტომბერი, 2020 - 17:41
tbl.ge/56wq
დაკოპირდა
Владимир Гердо / ТАСС / Scanpix / LETA
Павел Головкин / AP / Scanpix / LETA
Дождь
Дождь
Дождь

30 ოქტომბერს მოსკოვში საფრანგეთის საელჩოსთან ათეულობით ადამიანმა საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები მუჰამედის კარიკატურებს აპროტესტებდნენ. დემონსტრანტებმა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ფოტო დაწვეს. 

აქცია პოლიციამ დაშალა, დაკავებულია რამდენიმე ადამიანი. სამართალდამცველებმა მოახერხეს, აქციის მონაწილეები საელჩოს შენობისგან დაეშორებინათ.

მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის საელჩომ რუსეთის ხელისუფლებას საფრანგეთის დიპლომატიური მისიის ყველა წარმომადგენლობის ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომების გაძლიერების თხოვნით მიმართა.

საპროტესტო აქცია საფრანგეთის საელჩოსთან გუშინ, 29 ოქტომბერსაც გაიმართა.

29 ოქტომბერს ტუნისელი კაცი ტაძარში მყოფ პირებს დანით დაესხა თავს და 3 ადამიანი მოკლა. მას პოლიციამ ესროლა, რის გამოც საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა მძიმეა. დაღუპულებს შორის არის 60 წლის ქალი, რომელსაც თავდამსხმელმა თავი მოჰკვეთა. ასევე 55 წლის კაცი და 44 წლის ქალი, რომელმაც გაქცევა მოახერხა, თუმცა დანით მიყენებული მრავლობითი ჭრილობების გამო მოგვიანებით გარდაიცვალა.

თავდამსხმელს თან ცივი იარაღის გარდა ჰქონდა ორი მობილური ტელეფონი და ყურანი. ქალაქის მერის თქმით, დაკავების დროს ის იმეორებდა ფრაზას "ალაჰი უზენაესია".

მომხდარს გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და თქვა, რომ ეს ისლამისტური ტერორისტული თავდასხმა იყო.

რამდენიმე დღის წინ, პარიზში ისლამისტმა თავდამსხმელმა მასწავლებელს თავი მოჰკვეთა, თავდამსხმელი კი პოლიციამ მოკლა. მსხვერპლი ისტორიის მასწავლებელი იყო, რომელმაც საკლასო ოთახში წინასწარმეტყველი მუჰამედის კარიკატურა აჩვენა.

რუსეთიმოსკოვიემანუელ მაკრონისაფრანგეთის საელჩოსაპროტესტო აქცია მოსკოვშისაფრანგეთი

ამავე თემაზე

  • ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 17:37რუსეთში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბორის ნადეჟდინი დააკავეს
  • სამშაბათი, 7 ივლისი, 2026 - 15:18"არ მიხარია" – კადიროვი მომავალ არჩევნებში ჩეჩნეთის ლიდერის პოსტზე კვლავ წარადგინეს
  • ორშაბათი, 6 ივლისი, 2026 - 22:43"მანქანა გამიჩერდა. ავზი ნულზეა" - ვოლოგდის გუბერნატორი
  • ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:032007 წლის შემდეგ პირველად, რამზან კადიროვი პუტინის პარტიის საპარლამენტო სიაში ვერ მოხვდა
  • სამშაბათი, 30 ივნისი, 2026 - 11:39რუსეთში დააკავეს ვეტერანი, რომელიც კრიტიკულ მიმართვებს წერდა და ამბოხებით იმუქრებოდა

კომენტარები

ბოლო სიახლეები

N1 ქსელი სამოგზაუროდ - "სელფის" როუმინგის კამპანია (რ)
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 17:14

N1 ქსელი სამოგზაუროდ - "სელფის" როუმინგის კამპანია (რ)

თანამდებობის პირებმა 8 თვეში 24 მილიონი ლარის საჩუქრები მიიღეს – TI
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 16:58

თანამდებობის პირებმა 8 თვეში 24 მილიონი ლარის საჩუქრები მიიღეს – TI

უკრაინის რადამ საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია ოქტომბრის ბოლომდე გაახანგრძლივა
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 16:53

უკრაინის რადამ საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია ოქტომბრის ბოლომდე გაახანგრძლივა

BOG - ქართველი მოჭადრაკეების მხარდამჭერი ფოთის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალზე (რ)
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 15:59

BOG - ქართველი მოჭადრაკეების მხარდამჭერი ფოთის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალზე (რ)

კიევი ევროკავშირის წევრობის გზაზე წინ მიიწევს – EU-მ მოლაპარაკებების მე-6 კლასტერი გახსნა
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 15:29

კიევი ევროკავშირის წევრობის გზაზე წინ მიიწევს – EU-მ მოლაპარაკებების მე-6 კლასტერი გახსნა

ყველაზე კითხვადი

რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
1რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
2ჩრდილოკორეელი მეეზოვეები რუსეთში მუშაობაზე უარს დაბალი ხელფასების გამო ამბობენ
3სოფიო სიგუას გაჟღერებული ინფორმაცია ღირსების შემლახავია, გადაიდგმება ნაბიჯები – ადვოკატი
4Bloomberg: ბოლო 21 წელში რუსეთში ნავთობის გადამუშავების მაჩვენებელი მინიმუმამდე დაეცა
5NYT: ირანის ყოფილი პრეზიდენტი ისრაელთან კავშირების გამოვლენის შემდეგ შინაპატიმრობაშია

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕