ახალი კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ის 1 731 ახალი შემთხვევიდან 636 თბილისში გამოვლინდა, 333 – აჭარაში, 320 – იმერეთში

ABC

საქართველოში კორონავირუსის 1 731 ახალი შემთხვევიდან 636 თბილისში გამოვლინდა, 333 – აჭარაში, იმერეთში – 320, ქვემო ქართლში – 121, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 119, შიდა ქართლში – 76, კახეთში – 45, გურიაში – 18, სამცხე-ჯავახეთში – 39, მცხეთა-მთიანეთში – 9, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 15.  

ბოლო 24 საათში გარდაცვლილი 15 ადამიანიდან 7 აჭარაში მკურნალობდა, 4 – თბილისში, 4 – იმერეთში.

ამის შესახებ განცხადება საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გაკეთდა. 

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, სულ, ქვეყნის მასშტაბით 521 მძიმე პაციენტია, მათგან 267 მკურნალობას თბილისში გადის, 73 – აჭარაში. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 120 პაციენტი იმყოფება, 67 – თბილისში, 23 – აჭარაში. 

დღეს, 28 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 731 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 15 ადამიანი. სულ, ქვეყანაში კორონავირუსის 33 858 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 14 829 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 253 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისში, მცხეთასა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

კომენტარები