ბორატი

ორლანდო ბლუმის თხოვნით ბორატმა ქეითი პერის დაბადების დღე მიულოცა

Radio X

კომიკოს საშა ბარონ კოენის პერსონაჟმა, ბორატ საგდიევმა სოციალურ ქსელში მომღერალ ქეითი პერის დაბადების დღე მიულოცა. ვიდეოს დამკვეთი პერის ქმარი ორლანდო ბლუმი აღმოჩნდა.

"როგორ ხარ ქეითი პეპსი? ფლორიდაში იალქნიანი სპორტით დაკავებას ვაპირებდი და ინტერნეტში ჩავწერე წყლის სახეობები ორლანდოში, მაგრამ ბატონმა გუგლმა თქვენი ქმრისა და მისი ციცქნა მეგობრის ფოტო ამომიგდო(იგულისხმება ბლუმის ფოტო, რომელზეც ის სრულიად შიშველი ნავით კატაობს). ალბათ, მაგარია ორლანდო ბლუმს რომ ხედავ, შენ ძალიან კარგი დაბადების დღე გექნება". – ამბობს ვიდეოში ბორატი.

საშა ბარონ კოენის პერსონაჟი, ყაზახი ჟურნალისტი, ბორატ საგდიევი პირველად 2006 წელს გამოჩნდა. ფილმის მეორე ნაწილი რამდენიმე დღის წინ გამოვიდა, კომიკოსის ნამუშევარმა მაყურებელთა და კრიტიკოსთა დადებითი შეფასებები დაიმსახურა.

 

კომენტარები