ბორატი

საშა ბარონ კოენი: ახალი ბორატი ააშკარავებს აშშ-ის გადახრას ავტორიტარიზმისკენ

shutterstock

საშა ბარონ კოენმა New York Times-სთან ინტერვიუში ბორატის ახალ ფილმზე ისაუბრა და თქვა, რომ ამერიკული საზოგადოება ძალიან შეიცვალა მას შემდეგ, რაც მან ფილმის პირველი ნაწილი გადაიღო.

ბორატის პირველი ნაწილი 2006 წელს გამოვიდა, მაშინ, როდესაც ჯორჯ ბუში უმცროსი ამერიკის პრეზიდენტი მეორე ვადით იყო. მთავარი გმირი, ყაზახი ჟურნალისტი, რომელსაც საშა ბარონ კოენი ასრულებდა, ამერიკაში ჩადის და ქვეყნის კულტურას ეცნობა.

"2005 წელს გჭირდებოდა ბორატისნაირი პერსონაჟი, რომელიც იყო მიზოგინი, რასისტი, ანტისემიტი და გამოხატავდა ადამიანების შიდა განწყობებს. ახლა შიდა განწყობები სააშკარაოზე გამოვიდა. რასისტები ამაყები არიან იმით, რომ რასისტები არიან". – თქვა მსახიობმა.

ინტერვიუს დროს საშა ბარონ კოენი დონალ ტრამპსაც შეეხო და მას "საჯარო რასისტი" და "საჯარო ფაშისტი" უწოდა.

"ჩემი მიზანი არ არის რასიზმისა და ანტისემიტიზმის გავრცელება. ჩემი მიზანია ხალხის გაცინება, თუმცა ბორატის ახალი ფილმი ააშკარავებს ამერიკის გადახრას ავტორიტარიზმისკენ". – თქვა მსახიობმა.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ ამერიკელი ხალხი დონალდ ტრამპს მეორე ვადით აირჩევს, ამერიკის დემოკრატიისგან მხოლოდ სახელი დარჩება, ისეთი, როგორც "თურქული დემოკრატია და რუსული დემოკრატიაა".

ახალი ბორატი Amazon Prime-ზე 23 ოქტომბერს გამოვა. ნახეთ ტრეილერი აქ.

კომენტარები