ახალი კორონავირუსი საქართველოში

დღეს ბათუმის N1 პოლიკლინიკაში უფასო PCR ტესტირება ჩატარდება – ჯანდაცვის სამინისტრო

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში ინფიცირების შემთხვევების მატების გამო, დღეს, 25 ოქტომბერს 15:00-დან 17:00 საათამდე ბათუმის N1  პოლიკლინიკაში უფასო PCR ტესტირება ჩატარდება. სამინისტრო მოუწოდებს ვირუსის სიმპტომის მქონე მოქალაქეებს, რომ საჭიროების შემთხვევაში მიმართონ აღნიშნულ სამედიცინო ცენტრს.

"აჭარაში, კორონავირუსის შემთხვევათა მატების გამო, დღეს 15:00-დან 17:00 საათამდე ქ. ბათუმის N1 პოლიკლინიკა განახორციელებს მოქალაქეთა მიღებას კორონავირუსზე უფასო PCR ტესტირებისთვის.

მის: ქ. ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქ. N2

ვისაც აქვს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, გთხოვთ, მიმართოთ აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებას.

გისურვებთ ჯანმრთელობას!". – ნათქვამია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები