გლდანში ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ოპოზიციის საერთო მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ნიკა მელია Facebook-ზე წერს, რომ გლდანის რაიონში, სარაჯიშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა კაცი მანქანაში ჩაცხრილეს. პოლიტიკოსი შემთხვევის ადგილიდან ფოტოსაც ავრცელებს.
"ახლახანს, გლდანის რაიონში (ავჭალაში), სარაჯიშვილის ქუჩაზე მანქანაში ჩაცხრილეს ახალგაზრდა მამაკაცი. იარაღით ხელშია გარდაცვლილიც. მკვლელმა გაქცევა მოასწრო..." – წერს ნიკა მელია.
როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას და გასაღებას გულისხმობს.