James Bond-ის პროდიუსერი, ბარბარა ბროკოლი, გამოეხმაურა ბოლო დროს გავრცელებულ ჭორებს, რომ შემდეგ ფილმში აგენტის როლისთვის ტომ ჰარდია შერჩეული.
ბროკოლის თქმით, მათ ჯერჯერობით არ უფიქრიათ, ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს დენიელ კრეიგი.
"მე ყოველთვის ვამბობ: მხოლოდ ერთი ადამიანის სიყვარულია შესაძლებელი. როდესაც ფილმი გამოვა და ამის შემდეგ ცოტა დროც გავა, დავუბრუნდებით ამ საკითხებს. ახლა კი ვერავისზე ვფიქრობთ დენიელ კრეიგის გარდა". - თქვა მან.
ბარბარა ბროკოლი James Bond-ის ბოლო რვა ფილმის პროდიუსერია, No Time to Die მისთვის მეცხრე ფილმი იქნება.
რაც შეეხება No Time to Die-ს, მისი გამოსვლა კიდევ ერთხელ, 2021 წლის აპრილამდე გადაიდო. ფილმი დენიელ კრეიგისთვის ჯეიმს ბონდის როლში ბოლო იქნება.