არევნები 2020

საზმაუზე გასულ რეკლამაში გირჩი საზმაუს გაყიდვის იდეით გამოდის [ვიდეო]

უფასო პოლიტიკურ რეკლამაში, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ეკუთვნით, პოლიტიკური პარტია გირჩის ლიდერი და დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის საერთო კანდიდატი, ზურაბ ჯაფარიძე არხის გაყიდვის საჭიროებაზე საუბრობს. პარტიაში მიაჩნიათ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა გაუქმდეს.

"არხი, რომელზეც ახლა გვიყურებთ, 60 მილიონზე მეტი გვიჯდება. საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა გაიყიდოს". – ამბობს რეკლამაში ზურაბ ჯაფარიძე.

კომენტარები