ქართული კინო

ოსკარზე საქართველოს კანდიდატი დეა კულუმბეგაშვილის ფილმი დასაწყისი იქნება

Tabula

სპეციალურმა კომისიამ ოსკარზე საქართველოს სახელით დეა კულუმბეგაშვილის ფილმი დასაწყისი წარადგინა. 

დასაწყისის გარდა ოსკარის კანდიდატი ფილმის სტატუსისთვის კიდევ ორი ნამუშევარი უტა ბერიას უარყოფითი რიცხვები და ოთარ შამათავას ურსუსი იბრძოდა.

კულუმბეგაშვილის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი კანის კინოფესტივალის ოფიციალურ სელექციაში მოხვდა, ტორონტოს კინოფესტივალზე კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის ჯილდო დაიმსახურა და სან-სებასტიანის ფესტივალის ტრიუმფატორი გახდა, როდესაც საუკეთესო ფილმის, რეჟისორის, სცენარისა და ქალი მსახიობის(ია სუხიტაშვილი) ნომინაციებში გაიმარჯვა.

ქართველი რეჟისორის ნამუშევარი კანის კინოფესტივალზე მესამედ ხვდება. 2014 წელს მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმი - უხილავი სივრცეები ოფიციალურ სელექციაში მოხვდა. 2016 წელს კიდევ ერთი მოკლემეტრაჟიანი სურათი - ლეთა რეჟისორთა ორკვირეულის სექციაში აჩვენეს.

ახალი ფილმის სიუჟეტის ცენტრში იეჰოვას მოწმეთა თემია, რომელსაც პროვინციულ ქალაქში ექსტრემისტების დაჯგუფება თავს დაესხმება. სურათში მთავარ როლებს ია სუხიტაშვილი, კახა კინწურაშვილი და რატი ონელი ასრულებენ.

 

 

კომენტარები