საქართველოს სასამართლოები

EU: სამწუხაროა, რომ მოსამართლეთა შერჩევის წესი ვენეციის კომისიის დასკვნის გარეშე დამტკიცდა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის წამყვანი სპიკერი, პეტერ სტანო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის შესახებ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. 

"სამწუხაროა, რომ პარლამენტმა ისე დაამტკიცა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის ახალი წესი, რომ ვენეციის კომისიის დასკვნას არ დაელოდა. ეს არის ხელიდან გაშვებული შანსი, პროცესის მიმართ გაზრდილიყო საზოგადოებრივი ნდობა. ევროკავშირი შეაფასებს მიმდინარე პროცესს და მის შედეგებს". – წერია პეტერ სტანოს განცხადებაში. 

ამავდროულად, ევროკავშირის განცხადებაში, ასევე, აღნიშნულია, რომ პროცესთან დაკავშირებით შეშფოთება ევროკავშირმა და საქართველოს სხვა პარტნიორმა ორგანიზაციებმაც არაერთხელ გამოხატეს. "30 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მიზნად ისახავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის გადახედვას. ევროკავშირმა და სხვა მნიშვნელოვანმა დამკვირვებლებმა არაერთხელ გამოხატეს შეშფოთება ამ შერჩევის პროცესში არსებული ხარვეზების გამო". – ნათქვამია განცხადებაში. 

როგორც ცნობილია, 30 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა, უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების შერჩევისა და დანიშვნის ახალი წესი დაამტკიცა.

კომენტარები