ფორსაჟი 9

ახალი ფორსაჟის პრემიერის თარიღი შეიცვალა

1TV

კინოსტუდია Universal-მა რიგით მეცხრე ფორსაჟის პრემიერის თარიღი შეცვალა. ფილმი 2021 წლის 2 აპრილის ნაცვლად იმავე წლის 28 მაისს გამოვა.

Universal-მა გამოსვლის თარიღი მას შემდეგ შეცვალა, რაც რამდენიმე საათით ადრე კინოკომპანია MGM-მა ახალი ჯეიმს ბონდის პრემიერა 2 აპრილს გადაიტანა.

მეცხრე ფორსაჟი 2020 წლის მაისში უნდა გამოსულიყო, მაგრამ ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო სტუდიას პრემიერის გადატანა მოუწია. 

ფილმში მთავარ როლებს ვინ დიზელი და მიშელ როდრიგესი ასრულებენ. სურათის ნაწილი თბილისის ქუჩებშია გადაღებული.

კომენტარები