იაპონელი დიზაინერი და ბრენდ Kenzo-ს დამფუძნებელი კენძო ტაკადა 81 წლის ასაკში COVID-19-ით გამოწვეული გართულებებისგან გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ ბრენდის პრესსამსახურმა გაავრცელა.
კენძო ტაკადა თავისი ფერადი დიზაინებით იყო ცნობილი. ის პირველი იაპონელი დიზაინერი იყო, რომლმაც ფრანგული მოდის სამყაროში წარმატებული ადგილი დაიმკვიდრა.

ფოტო: GETTY IMAGES
კენძო ტაკადა დაიბადა 1939 წლის 27 სექტემბერს იაპონიაში, ქალაქ ჰიმეჯიში . 50-იანი წლების ბოლოს მან მოდის ხელოვნება ტოკიოში შეისწავლა, ხოლო 1965 წელს პარიზში გადავიდა. 5 წლის შემდეგ კენძო ტაკადამ თავისი პირველი კოლექცია გამოუშვა. 1993 წელს ტაკადამ ბრენდი LVMH-ს მიჰყიდა, რის შემდეგაც კიდევ 6 წელს მუშაობდა Kenzo-ში. მომდევნო წლებში კი მხოლოდ კონკრეტულ კოლექციების შექმნაში თანამშრომლობდა ბრენდთან.





