არჩევნები 2020

მდინარაძე: ნაცმოძრაობის კლასტერში დაძაბულობა იყო, ადგილებს ვერ იყოფდნენ, გვაქვს ინფორმაცია

ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ძალიან სერიოზული დაძაბულობა იყო ნაცმოძრაობის კლასტერში, ვერ იყოფდნენ ადგილებს. მათ კარგად იციან, დაახლოებით, 10-დან 15 მანდატამდე არის მათი მაქსიმუმი, მათთვის საუკეთესო შემთხვევაში. 

ამ 10 და 15 კაციან სიაში მოხვედრისთვის დიდი ორთაბრძოლები იყო და ბოლო წუთამდე ძლივს წარადგინეს სია. სიის პირველ ნომერთან დაკავშირებით არაფერს ვიტყვი, გარდა იმისა, რომ მათ რეალურად დღეს არ ჰყავთ ლიდერი პოლიტიკოსი, რომელსაც ჩასვამდნენ საარჩევნო სიის პირველ ნომრად.

ამბობს ქართკული ოცნების ლიდერი მამუკა მდინარაძე ენმ-ძალა ერთობაშიას საარჩევნო სიაზე საუბრისას. სიაში პირველი ნომერი მომღერალი და მსახიობი ბუბა კიკაბიძეა.

კომენტარები