ქართული ოცნება

ივანიშვილი: მჯერა ჩვენი ხალხის, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ

განვითარება და წინსვლა ქართველი კაცის ხასიათშია. ისტორიულად ის ყოველთვის იყურებოდა წინ და არჩევანი არასოდეს წარსულის სასარგებლოდ არ გაუკეთებია. მჯერა ჩვენი ხალხის, თავის არჩევანს იმ ძალის სასარგებლოდ გააკეთებს, რომელსაც სწორი გზით წინ მიჰყავს ქვეყანა. რომელმაც დაამტკიცა, რომ შესწევს უნარი, შეინარჩუნოს მშვიდობა და საკუთარ მოქალაქეებს სტაბილური გარემო შეუქმნას წინსვლისა და წარმატებისათვის.

ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. კვლავაც ერთად საქართველოს წარმატებისთვის.

თქვა ბიძინა ივანიშვილმა ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამის წარდგენაზე.

კომენტარები