ძალა ერთობაშია 2020

ვაშაძე, მელია, ნაყოფია, ჭანკოტაძე, სამნიძე - ენმ-ძალა ერთობაშიას სიის ათეული

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პარტიული სიის პირველი ათეული წარადგინა. სიის პირველი ნომერი მომღერალი ბუბა კიკაბიძეა. 

  1. ბუბა კიკაბიძე
  2. გრიგოლ ვაშაძე
  3. ნიკა მელია
  4. ხატია დეკანოიძე
  5. კობა ნაყოფია
  6. დევი ჭანკოტაძე
  7. ლევან ვარშალომიძე
  8. სალომე სამადაშვილი
  9. ზალიკო უდუმაშვილი
  10. ხათუნა სამნიძე

"ეს არის გამარჯვების ფორმულა, გამარჯვების სია, იმიტომ, რომ არ აქვს ალტერნატივა გამარჯვებას ამ სიაში. ბუბა კიკაბიძე არის უშიშრობის, პატრიოტიზმისა და მოუსყიდაობის სიმბოლო და სწორედ ამიტომ, ბუბა კიკაბიძე არის ჩვენი სიის პირველი ნომერი. ქართული ოცნების დამარცხება ამ არჩევნებში არის გარდაუვალი". – ამბობს დეპუტატი, თინა ბოკუჩავა, რომელიც სიის ათეულში ვერ მოხვდა.  

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების ბრძოლის შედეგად, არჩევნები არსებითად პროპორციული, 120/30-ზე პრინციპით ჩატარდება, რაც 120 დეპუტატის პროპორციული სიით არჩევას გულისხმობს, 30-ისა კი მაჟორიტარულით. არჩევნებზე დარეგისტრირებულია 66 პარტია. 

კომენტარები