NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
რუთ ბეიდერ გინსბურგის გარდაცვალება

რუთ ბეიდერ გინსბურგი მეორე ქალია, რომელიც კაპიტოლიუმის შენობაში დაასვენეს

პარასკევი, 25 სექტემბერი, 2020 - 11:33
tbl.ge/53px
დაკოპირდა
AP
AP
AP

აშშ-ს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, რუთ ბეიდერ გინსბურგი, რომელიც 19 სექტემბერს, 87 წლის ასაკში კიბოთი გარდაიცვალა მეორე ქალი გახდა, რომელიც აშშ-ს კაპიტოლიუმის შენობაში დაასვენეს. გინსბურგამდე ერთადერთი ქალი, რომელსაც მსგავსი პატივი ერგო სამოქალაქო უფლებების დამცველი როზა პარქსი იყო.

ის ასევე პირველი ებრაული წარმოშობის ამერიკელი და უზენაესი სასამართლოს მეორე მოსამართლეა, რომელიც კაპიტოლიუმის შენობაში დაასვენეს. მანამდე მსგავსი სამოქალაქო პანაშვიდი უზენაესი სასამართლოს მხოლოდ ერთ მოსამართლეს, უილიამ ჰოვარდ ტაფტს გადაუხადეს, რომელიც აშშ-ს 27-ე პრეზიდენტიც იყო. ძირითადად სწორედ მხოლოდ პრეზიდენტებს, ვიცეპრეზიდენტებს და კონგრესის გამოჩენილ წევრებს ერგებათ ხოლმე მსგავსი პატივი.

გინსბურგი მეორე ქალი იყო, რომელიც უზენაეს სასამართლოში დაამტკიცეს. უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ მან 27 წლის განმავლობაში იმსახურა.

ცერემონიას გინსბურგის ოჯახის წევრებიც დაესწრებიან. შესრულდება ნაწყვეტი მისი საყვარელი ოპერიდან. ცერემონიაზე დასწრებას გეგმავენ ყოფილი ვიცეპრეზიდენტი, დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი ჯო ბაიდენი და მისი მეუღლე. გინსბურგს არლინგტონის სასაფლაოზე, ქმრის გვერდით დაკრძალავენ.

კორონავირუსის გამო ცერემონიას კონგრესის ყველა წარმომადგენელი ვერ დაესწრება.

მანამდე გინსბურგის სამოქალაქო პანაშვიდი უზენაეს სასამართლოში გაიმართა, სადაც მას პატივი ათასობით ადამიანმა მიაგო, მათ შორის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა. ტრამპს დახვდნენ შეძახილებით "შეცვალე ის არჩევნებით" (“vote him out”).

ტრამპი გეგმავს, რომ უახლოეს დღეებში გინსბურგის შემცვლელი წარადგინოს. სენატში, სადაც უმრავლესობა რესპუბლიკურ პარტიას აქვს, უკვე მოიპოვეს საკმარისი ხმები იმისათვის, რომ მოსმენის შემდეგ ტრამპის მიერ წარდგენილი კანდიდატი დაამტკიცონ.

სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში თავად გინსბურგმა საკუთარ შვილიშვილს მისწერა, რომ წინააღმდეგი იყო, მისი შემცვლელი ტრამპს დაესახელებინა და ეს მხოლოდ ნოემბრის არჩევნების შემდეგ, ახალ პრეზიდენტს უნდა გაეკეთებინა.

სენატის უმრავლესობის ლიდერმა მიტჩ მაკ-კონელმა თქვა, რომ თუ ტრამპი ამას გააკეთებს, მის მიერ წარდგენილ კანდიდატურას კენჭს უყრიან, მიუხედავად იმისა, რომ ბარაკ ობამას პრეზიდენტობის უკანასკნელ წელს ანტონინ სკალიას შემცვლელის არჩევის უფლება არ მისცეს. სკალიას შემცვლელად ნილ გორსაჩი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ტრამპმა წარადგინა და სენატმა დაამტკიცა. 2018 წელს, მიუხედავად სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებული ბრალდებებისა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახდა ტრამპის მიერ წამოყენებული კიდევ ერთი კანდიდატი ბრეტ კავანო. მან ენტონი კენედი ჩაანაცვლა. ამჟამად უზენაესი სასამართლოს 9 წევრიდან 5 კონსერვატორია.

რუთ ბეიდერ გინსბურგიკაპიტოლიუმიდონალდ ტრამპიაშშ-ს უზენაესი სასამართლორუთ ბეიდერ გინსბურგის გარდაცვალება

კომენტარები

ბოლო სიახლეები

გორში მანქანა დედა-შვილს დაეჯახა – ქალი დაიღუპა, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 00:58

გორში მანქანა დედა-შვილს დაეჯახა – ქალი დაიღუპა, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა

Bloomberg: ბოლო 21 წელში რუსეთში ნავთობის გადამუშავების მაჩვენებელი მინიმუმამდე დაეცა
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 00:43

Bloomberg: ბოლო 21 წელში რუსეთში ნავთობის გადამუშავების მაჩვენებელი მინიმუმამდე დაეცა

უკრაინა ფრანგულ Rafale-ის ავიაგამანადგურებლების პირველ პარტიას 2028-29 წლებში მიიღებს
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 00:28

უკრაინა ფრანგულ Rafale-ის ავიაგამანადგურებლების პირველ პარტიას 2028-29 წლებში მიიღებს

აშშ-მ იერიში მიიტანა ირანის ხომალდებისა და წყალქვეშა ნავების სარემონტო ობიექტზე
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 22:41

აშშ-მ იერიში მიიტანა ირანის ხომალდებისა და წყალქვეშა ნავების სარემონტო ობიექტზე

სააპელაციო სასამართლომ ბავშვზე მოძალადე პოლიციელი დამნაშავედ ცნო – საფარი
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 21:24

სააპელაციო სასამართლომ ბავშვზე მოძალადე პოლიციელი დამნაშავედ ცნო – საფარი

ყველაზე კითხვადი

ჩრდილოკორეელი მეეზოვეები რუსეთში მუშაობაზე უარს დაბალი ხელფასების გამო ამბობენ
1ჩრდილოკორეელი მეეზოვეები რუსეთში მუშაობაზე უარს დაბალი ხელფასების გამო ამბობენ
2რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
3სოფიო სიგუას გაჟღერებული ინფორმაცია ღირსების შემლახავია, გადაიდგმება ნაბიჯები – ადვოკატი
4რუსთავი 2: იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
5"აივნის მოაჯირიდან მაგდებდა" - შსს-ს მაღალჩინოსანს ცოლი ძალადობაში ადანაშაულებს

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕