Emmy 2020

EMMY 2020-ის ნომინაციების ლიდერი სერიალი THE WATCHMEN გახდა

Business Insider

Emmy-ის რიგით 72-ე სატელევიზიო დაჯილდოების ლიდერი HBO-ს სერიალი, The Watchmen გახდა.

2020 წელს გამოსულმა მინისერიალმა 11 ნომინაცია მიიღო. მეორე ადგილზე 10 ნომინაციით HBO-ს კიდევ ერთი სერიალი, Succession-ი არის. საპატიო მესამე ადგილს 9 ნომინაციით Netflix-ის Ozark-ი იკავებს.

მთავარი ბრძოლა ორ სატელევიზიო მონსტრს Netflix-სა და HBO-ს შორის მიმდინარეობს. Netflix-ის პროდუქციას 37 ნომინაციაა აქვს მიღებული, ხოლო HBO-ს სერიალებს 32. მიუხედავად სხვაობისა HBO-ს ის ფაქტი უმაგრებს ზურგს, რომ წლევანდელი სხვა სატელევიზიო დაჯილდოებების ტრიუმფატორი Watchmen-ი გახდა.

ემის გამარჯვებულთა ვინაობა 20 სექტემბერს გახდება ცნობილი.

კომენტარები