Emmy 2020

EMMY 2020-ის დაჯილდოება დისტანციურად გაიმართება

Variety

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო რიგით 72-ე სატელევიზიო დაჯილდოება EMMY დისტანციურ რეჟიმში გაიმართება. ორგანიზატორები ნომინანტებს დაუკავშირდნენ და ონლაინ ცერემონიალში მონაწილეობა სახლიდან სთხოვეს.

EMMY-ის ნომინაციებში ლიდერობს Netflix და HBO-ის Watchmen. Netflix-მა HBO-ს რეკორდი მოხსნა ყველაზე მეტი, 160 ნომინაციით, რაც კი არხს, სტუდიას ან სტრიმინგსერვისს ჰქონია.

დაჯილდოება ABC-ის ეთერში 20 აგვისტოს გავა. ცერემონიის წამყვანი იქნება კომიკოსი ჯიმი კიმელი. მთავარი ნომინანტების სია შეგიძლიათ, იხილოთ აქ.

 

კომენტარები