რუთ ბეიდერ გინსბურგი

აშშ-ის საელჩო გინსბურგზე: ვგლოვობთ ნამდვილ ნოვატორს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში

რუთ გინსბურგი

აშშ-ს საელჩო საქართველოში აშშ-ს უზენაესი სასამართლოს ლიბერალური სიმბოლოს, რუთ ბეიდერ გინსბურგის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

"დღეს ვგლოვობთ ნამდვილ ნოვატორს არა მხოლოდ სამართლის დარგში, არამედ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.

რუთ ბეიდერ გინსბურგმა 27 წელზე მეტ ხანს იმსახურა აშშ-ს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ. ის ყველა ამერიკელისთვის შთაგონების წყარო იყო. გინსბურგი 34 წელზე მეტ ხანს დაუღალავად იცავდა დაზარალებულთა უფლებებს ადვოკატისა და იურისტის რანგში. იგი 1993 წელს ამერიკის ისტორიაში გახდა მეორე ქალი, რომელიც აშშ-ს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნა.

უზენაეს სასამართლოში თავისი განსხვავებული აზრის დაფიქსირებით საქვეყნოდ ცნობილი მოსამართლე გინსბურგის არგუმენტები მაგალითი იყო ძლიერი და, ამავდროულად, თავაზიანი არგუმენტირებისა. მოსამართლე გინსბურგის საქმიანობის შედეგად გაჩნდა მეტი თანასწორობა ქალებისთვის და გარანტირებული უფლებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. მისი საქმე კიდევ მრავალ თაობაზე იქონიებს გავლენას მომავალში." - წერია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში. 

რუთ ბეიდერ გინსბურგი გუშინ, 18 სექტემბერს, 87 წლის ასაკში, პანკრეასის კიბოთი გარდაიცვალა

გინსბურგი უზენაესი სასამართლოს უხუცესი წევრი იყო და ერთ-ერთი ოთხი ლიბერალი მოსამართლიდან. ის მეორე ქალი იყო, რომელიც უზენაეს სასამართლოში დაამტკიცეს. უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ მან 27 წლის განმავლობაში იმსახურა.

კომენტარები