ჯაბა ჯიშკარიანი

ჯაბა ჯიშკარიანს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა

ჯაბა ჯიშკარიანი
ჯაბა ჯიშკარიანი/Facebook

პარტია ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის წევრს და მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ჯაბა ჯიშკარიანს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.

"ამ წუთას მოვიდა ტესტის პასუხი: covid 19 - დადებითი... ყველაფერი კარგად იქნება!" წერს ჯაბა ჯიშკარიანი თავის Facebook გვერდზე.

9 სექტემბერს კორონავირუსი პარტიის, ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის, დამფუძნებელი წევრს, ლევან გოგიჩაიშვილს დაუდასტურდა. ამის გამო, ამავე დღეს, პარტიამ წინასაარჩევნო კამპანიის დროებით შეწყვეტა დააანონსა.

19 სექტემბრის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჯამში გამოჯანმრთელდა 46 პაციენტი.

სულ ქვეყანაში გამოვლენილია ახალი კორონავირუსის 3 306 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 1 481 პაციენტი და გარდაიცვალა – 19.

კომენტარები