ბელარუსი

ბელარუსმა ოპოზიციონერმა, მაქსიმ ზნაკმა, ციხეში შიმშილობა დაიწყო

მაქსიმ ზნაკი
The West Australian

ბელარუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ბელარუსის ოპოზიციური საკოორდინაციო საბჭოს წევრმა, მაქსიმ ზნაკმა, 18 სექტემბერს ციხეში შიმშილობა გამოაცხადა

ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს ცნობით, მან ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ბელარუსის ეროვნული ინტერესებისთვის დამაზიანებელი ქმედებების მოწოდებისთვის ბრალი წარუდგინეს. 

ზნაკის ადვოკატი მის სიტყვებზე დაყრდნობით ამბობს, რომ შიმშილობის მიზანია ადამიანების აზრის თავისუფლად გამოხატვისთვის სისხლისსამართლებრივი დევნის აბსურდულობის გამოვლენა. ზნაკი თვლის, რომ მაშინ, როდესაც ის დაკავებულია, უსამართლობასთან ბრძოლის სხვა გზა არ აქვს. 

9 სექტემბერს მაქსიმ ზნაკი, სამოქალაქო ტანისამოსში გამოწყობილმა ნიღბიანმა პირებმა დაიჭირეს

ამჟამად, ბელარუსის ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს აქტიური წევრი ნობელიატი მწერალი სვეტლანა ალექსიევიჩი დარჩა. სხვები მაღალჩინოსნებმა აიძულეს, საზღვარგარეთ წასულიყვნენ ან ისინი დააკავეს.

ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს არჩევნების შემდეგ დაიწყო. მოსახლეობა აპროტესტებს არჩევნების შედეგებს, რომელთა თანახმადაც ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმათა 80%-ზე მეტი დააგროვა.

კომენტარები