ახალი კორონავირუსი საქართველოში

აჭარაში ხანდაზმულთა პანსიონატის 5 მობინადრეს და ერთ თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა

partner.sciencenorway.no

აჭარაში ხანდაზმულთა პანსიონატის 5 მობინადრეს და ერთ თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა. როგორც პანსიონატის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა იოანე ბარამიძემ ტაბულასთან საუბარში აღნიშნა, ამ დროისთვის პანსიონატში კარანტინია გამოცხადებული. ყველა მობინადრეს და თანამშრომელს უკვე ჩაუტარდა ტესტირება და პასუხებს ელოდებიან.

მისივე ცნობით, 5 ინფიცირებული ქობულეთის საავადმყოფოშია გადაყვანილი, ერთი კი ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკაში.

დეკანოზ იოანე ბარამიძის თქმით, პანსიონატის მობინადრეებს კორონავირუსზე ტესტი რამდენიმე დღის წინ ჩაუტარეს, რადგან მათ მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდათ.

პანსიონატში სულ 120-მდე ბენეფიციარი ცხოვრობს.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია, მათგან 109 აჭარასა და ბათუმს უკავშირდება, 17 - თბილისს.

სულ ქვეყანაში გამოვლენილია ახალი კორონავირუსის 2 392 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 1 369 პაციენტი და გარდაიცვალა – 19.

კომენტარები