ბელარუსი - რუსეთი

ტიხანოვსკაია პუტინს: ვწუხვარ, რომ დიალოგს მართავთ უზურპატორთან და არა ბელარუსელ ხალხთან

სვეტლანა ტიხანოვსკაია/ვალდიმირ პუტინი

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს მიმართა. ტიხანოვსკაია სოჭში დაგეგმილ პუტინისა და ლუკაშენკოს შეხვედრას გამოეხმაურა.

"მინდა შევახსენო ვლადიმირ პუტინს, სოჭში შეხვედრაზე, რაც არ უნდა მიიღოთ და რაზეც არ უნდა შეთანხმდეთ, ამას არ ექნება კანონიერი ძალა. ყველა შეთანხმებას, რომელსაც არალეგიტიმური ლუკაშენკო მოაწერს ხელს, ახალი ხელისუფლება გადახედავს. იმიტომ რომ ბელარუსელმა ხალხმა უარი უთხრა ლუკაშენკოს ნდობასა და არჩევნებში მხარდაჭერაზე. ძალიან ვწუხვარ, რომ თქვენ გადაწყვიტეთ დიალოგი გამართოთ უზურპატორთან და არა ბელარუსელ ხალხთან". – წერია ტიხანოვსკაიას განცხადებაში.

დღეს, 14 სექტემბერს, ვლადიმირ პუტინი და ალექსანდრ ლუკაშენკო სოჭში მოლაპარაკებებს გამართავენ. ეს იქნება მათი პირველი პირადი შეხვედრა 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებისა და ბელარუსში დაწყებული საპროტესტო აქციების შემდეგ. მოლაპარაკებები ერთიერთზე გაიმარათება. დოკუმენტების ხელმოწერა და პრესკონფერენცია ვიზიტის დროს არ იგეგმება.

კომენტარები