NDI-ის კვლევა

NDI-ის კვლევა: 48% თვლის, რომ ქვეყანაში დემოკრატიაა, 37%-ს ასე არ მიაჩნია

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, კითხვაზე არის თუ არა ამჟამად საქართველოში დემოკრატია, გამოკითხულთა 48% ამბობს, რომ – კი, 37%-ს ასე არ მიაჩნია, ხოლო 14%-მა არ იცის.


ფოტო: NDI

ფოტო: NDI

NDI-ის მირ მომზადებულ კვლევაში 2 045 ადამიანი სატელეფონო გამოკითხვების მეთოდით გამოიკითხა. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. საველე სამუშაოები 6-11 აგვისტოს ჩატარდა. კვლევის საშუალო ცდომილება +/- 1.3%-ია. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.

ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ სატელეფონო ინტერვიუ პირისპირ ჩატარებული ინტერვიუსგან განსხვავდება. სატელეფონო ინტერვიუსას უფრო მეტია ალბათობა, რომ რესპონდენტმა კითხვა ვერ გაიგოს და ინტერვიუერი ვერ მიხვდეს, რომ ვერ გაიგო. ინტერვიუერმა არ იცის როგორ გარემოში იმყოფება რესპონდენტი. ასევე, ზოგი რესპონდენტი უფრო ხელმისაწვდომია სატელეფონო ფორმით, მაგალითად, კაცები, ან ადამიანები, რომლებიც სახლში იშვიათად არიან.

კომენტარები