ახალი კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე: ზედმეტად გათამამებამ მიგვიყვანა სწორედ ამ შემთხვევების გარკვეულ ზრდამდე

საქართველო მყარად ინარჩუნებს იმ ქვეყნის სტატუსს, სადაც ერთ მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით ლეტალური შემთხვევების რიცხვი ყველაზე ნაკლებია, ბევრად ნაკლები, ვიდრე ევოპის და ამერიკის ქვეყნებშია. სულ ხუთი გარდაცვლილი ყოველ მილიონ მოსახლზე.

ეს ასე განსაჯეთ, ნაკლებია იმაზე, ვიდრე გვქონდა ე.წ ღორის გრიპის პანდემიის დროს 2009-10 წელში. ეს მნიშვნელოვანია, რადგან მოსახლეობას ჰქონდეს განცდა, რომ ის არის დაცული, მის უსაფრთხოებაზე ზრუნავს სახელმწიფო, ჯანდაცვის სისტემა და რომ ეს სისტემა გამართულად მუშაობს, სხვანაირად ასეთი შედეგები ვერ დაიდებოდა. მიუხედავად ამისა, თქვენ იცით, რომ სრულყოფილი არაფერია [...]

მოსახლეობას შეუძლია, იყოს მშვიდად, მაგრამ მშვიდად არ ნიშნავს იმას, რომ უგულებელყოს ის რეგულაციები, რომელიც მთავრობის მიერაა შემუშავებული და არ დაიცვას საჭირო უსაფრთხოების ზომები და ზედმეტად გავთამამდეთ. ზედმეტად გათამამებამ მიგვიყვანა სწორედ ამ შემთხვევების გარკვეულ ზრდამდე.

ამბობს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

კომენტარები