არჩევნები 2020

გახარია პრემიერობის საკუთარ კანდიდატურაზე: შეფასებებს ამომრჩეველი უჩვენოდაც გააკეთებს

პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო გუნდს და პარტიის თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს. ეს მთელი ამ პოლიტიკური სპეკულირების მიღმა არის უზარმაზარი პასუხისმგებლობა, ამიტომ იმის მაგივრად, რომ ახლა ჩვენ ჩვენივე თავის შეფასებები გავაკეთოთ, ამას ამომრჩეველი უჩვენოდაც კარგად გააკეთებს. ყველა ყველაფერს კარგად ხედავს. ჩვენი მიზანი არის სწრაფი ეკონომიკური აღდგენა და, რა თქმა უნდა, ადამიანზე ზრუნვა. ჯანმრთელობა, ჯანდაცვა, სოციალური სისტემა, ჩვენი მომავალი ბავშვების განათლების, ისევე როგორც მოხუცებზე ზრუნვა და სოციალური პორტფელი. ჩვენ უნდა შევძლოთ, არა პოლარიზებით, არამედ შინაარსობრივი დისკუსიით ახალ პარლამენტში, რომელიც სრულიად ახალი საარჩევნო სისტემით იქნება არჩეული, რომ ეს ქვეყანა გახდეს ეკონომიკურად კიდევ უფრო ძლიერი, დემოკრატიული, რომ, საბოლოო ჯამში, ჩვენი ძირითადი მიზანი, ევროატლანტიკური ინტეგრაცია იყოს კიდევ უფრო ახლოს, მიღწევადი.

მოქმედი პრემიერმინისტრი და ქართული ოცნების საარჩევნო სიის პირველი ნომერი გიორგი გახარია.

კომენტარები