ახალი კორონავირუსი საქართველოში

ღია სივრცეში ღამის კლუბების მუშაობაც იკრძალება

ფოტო გადაღებულია 2018 წლის Tbilisi Open Air-ზე
Georgia Today

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნთ ღია სივრცეში ღამის კლუბების მუშაობაც იკრძალება.

"დახურულ სივრცეში ასეთი აკრძალვა ისედაც არსებობს. ესეც არის ვირუსის სწრაფი გავრცელების მაღალი რისკის შემცველი ღონისძიებები". – ამბობს გიორგი გახარია.

დღეიდან, 10 სექტემბრიდან, საქართველოში 200 ადამიანზე მეტის შეკრება ღია სივრცეშიც აიკრძალა. ასევე, აიკრძალა ღია სივრცეში იუბილეები, ქორწილები, ქელეხები და სხვა სარიტუალო ღონისძიებები. 

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 57 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 9 ადამიანი. 

სულ ქვეყანაში გამოვლენილია ახალი კორონავირუსის 1 830 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 1 334 პაციენტი და გარდაიცვალა – 19.

კომენტარები