ბელარუსი

ბელარუსი ოპოზიციონერი, მარია კოლესნიკოვა, ეჭვმიტანილია სახელმწიფო ღალატში – RIA

მარია კოლესნიკოვა
Huffington Post

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია ბელარუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, მარია კოლესნიკოვას, დაკავების მიზეზზე. ბელარუსის საკოორდინაციო საბჭოს წევრი, მარია კოლესნიკოვა, ეჭვმიტანილია სახელმწიფო ღალატში, რაც სისხლის სამართლის საქმის ნაწილია და მოიცავს ძალაუფლების ხელში ჩაგდებას – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია მის ადვოკატზე დაყრდნობით ავრცელებს. 

მარია კოლესნიკოვასთან, ანტონ როდნენკოვთან და ივან კავცოვთან კავშირი 7 სექტემბრის დილიდან შეწყდა. თვითმხილველთა ცნობით, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული და ნიღბიანი ადამიანები მივიდნენ, რის შემდეგაც კოლესნიკოვა ძალის გამოყენებით აიყვანეთ მიკროავტობუსში, რომელსაც "Связь" ეწერა. მიკროვატობუსი გაურკვეველი მიმართულებით გაუჩინარდა. 8 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ბელარუსის საზღვრის კვეთისას დააკავეს.

ბელარუსის სამთავრობო მედიის Belta-ს ინფორმაციით, ოპოზიციონერები ცდილობდნენ "უკანონოდ" დაეტოვებინათ ბელარუსის ტერიტორია. მარია კოლესნიკოვა დააკავეს. ანტონ როდნენკო და ივან კრავცოვი ამჟამად უკრაინაში არიან.

გავრცელებული ინფორმაციით, კოლსენიკოვამ პასპორტი დახია, რათა უკრაინაში მისი დეპორტაცია არ მომხდარიყო.

უკრაინას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ანტონ ჰერასჩენკო ​წერს, რომ ბელარუსიდან მარია კოლესნიკოვას დეპორტაცია ვერ მოახერხეს - "ამ მამაცმა ქალმა ნაბიჯები გადადგა, რათა თავიდან აეცილებინა საზღვრის გადაკვეთა. ის ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე დარჩა. ალექსანდერ ლუკაშენკო პირადადაა პასუხისმგებელი მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე".

ივლისში მარია კოლესნიკოვა სვეტლანა ტიხანოვსკაიასთან და ვერონიკა ცეპკალოსთან ერთად ბელარუსის ოპოზიციის სამი ლიდერიდან ერთ-ერთი გახდა. ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ტიხანოვსკაია და ცეპკალო იძულებულები გახდნენ ბელარუსი დაეტოვებინათ.

არჩევნების შემდეგ კოლესნიკოვა ბელარუსში დარჩა და ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს ერთ-ერთი თავჯდომარე გახდა. ბელარუსის ხელისუფლებამ საბჭოს შექმნის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

სექტემბრის დასაწყისში კოლესნიკოვამ განაცხადა, რომ ვიკტორ ბაბარიკოს შტაბი გეგმავდა ახალი ოპოზიციური პარტიის შექმნას. საპრეზიდენტო არჩევნებამდე, ვიკტორ ბაბარიკო ერთერთ საპრეზიდენტო კანდიდატურად განიხილებოდა, თუმცა ის დააპატიმრეს და არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს. ტიხანოვსკაიას შტაბთან გაერთიანებამდე  მარია კოლესნიკოვა ვიქტორ ბაბარიკოს შტაბს ხელმძღვანელობდა.

აღსანიშნავია, რომ დღეს, 9 სექტემბერს, ბელარუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ბელარუსის ოპოზიციური საკოორდინაციო საბჭოს წევრი, მაქსიმ ზნაკი, სამოქალაქო ტანისამოსში გამოწყობილმა ნიღბიანმა პირებმა დაიჭირეს.

ამჟამად, ბელარუსის ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს აქტიური წევრი ნობელიატი მწერალი სვეტლანა ალექსიევიჩი დარჩა. ყველა დანარჩენს მაღალჩინოსნებმა საზღვარგარეთ წასვლა აიძულეს ან დააკავეს.

კომენტარები