ჭავჭავაძის გამზირი

კალაძე: ვისაც ჭავჭავაძეზე გაუვლია, იკითხავს, როგორ შეიძლება ავტობუსი დაეჯახოს მანქანას

მთავარი არხი

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ბოლო დღეების განმავლობაში, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ რამდენიმე ავტოსაგზაო შემთხვევას გამოეხმაურა და თქვა, რომ აღნიშნულ სამართალდარღვევებზე შესაბამისი სანქციების გამოწერა უკვე დაიწყო. 

"ვინც ერთხელ მაინც გაიარა ჭავჭავაძის გამზირზე, ცხადია გაუჩნდება კითხვა, თუ როგორ შეიძლება ავტობუსი დაეჯახოს კერძო ავტომობილს. შეუძლებელია, რადგან ყველას აქვს გამოყოფილი თავისი ზოლი და თუ რაღაც სასწაულს არ ჩაიდენ, შეუძლებელია, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდეს. მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ ჭავჭავაძის გამზირზე უკვე დაიწო ჯარიმების გამოწერა, ჩართულია სპეციალური ვიდეოკამერები, ვთანამშრომლობთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და ყველა დარღვევა პოლიციელის გარეშე ფიქსირდება. რა თქმა უნდა, დაჯარიმებული მოქალაქეები ოფიციალურს შეტყობინებას მიიღებენ". – ამბობს კალაძე. 

ავტოსაგზაო შემთხვევა ჭავჭავაძის გამზირზე უკვე ორჯერ მოხდა. 1 სექტემბერს ავტობუსისა და მსუბუქი ავტომობილის შეჯახებისას 1 ადამიანი მსუბუქად დაშავდა. 8 სექტემბერს მსუბუქი ავტომობილი მუნიციპალურ ტრანსპორტს ისევ შეეჯახა. 

კომენტარები