უბედური შემთხვევა

კლუბ დეჟავუსთან აფეთქება მოხდა, დაშავებულია ორი პირი

ტაბულა

UPDATE 17:01 - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მუშები სარემონტო სამუშაოებს აწარმოებდნენ, რის დროსაც, ჟანგბადის ბალონი აუფეთქდათ. ორი დაშავებულიდან ერთი გარდაიცვალა. 

კლუბ დეჟავუში აფეთქება მოხდა. ტაბულას რეპორტიორის ცნობით, დაახლოებით 16:20-ზე აფეთქების ხმა გაიგონეს, ადგილზე, კლუბ დეჟავუსთან მან ორი დაშავებული დაინახა, მათგან ერთი მიწაზე იწვა უგონოდ. ჯერჯერობით უცნობია აფეთქების მიზეზი.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და საპატრულო პოლიცია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მომხდარზე ჯერ ინფორმაცია არ აქვთ.

კომენტარები