ჩედვიკ ბოუსმენი

ფანები ჩედვიკ ბოუსმენის მშობლიურ ქალაქში მსახიობის ძეგლის დადგმას ითხოვენ

Fox News

საიტზე, Change.org პეტიცია შეიქმნა, რომლის ხელმომწერები ჩედვიკ ბოუსმენის მშობლიურ ქალაქში, ანდერსონში მსახიობის ძეგლის დადგმას ითხოვენ. მათი აზრით, ბოუსმენის ძეგლი ამერიკელი კონფედერატების ძეგლის ნაცვლად უნდა დაიდგას.

ინიციატივით თავად ქალაქის მაცხოვრებლები გამოვიდნენ. ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ ამერიკის ტერიტორიაზე არაერთი კონფედერატის ძეგლი აიღეს. 

29 აგვისტოს შავი პანტერის როლის შემსრულებელი, მსახიობი ჩედვიკ ბოუსმენი 43 წლის ასაკში სიმსივნით გარდაიცვალა.

კომენტარები