ჩედვიკ ბოუსმენი

მსახიობი ჩედვიკ ბოუსმენი 43 წლის ასაკში სიმსივნით გარდაიცვალა

Black Panther-ის ვარსკვლავი, ამერიკელი მსახიობი და პროდიუსერი, ჩედვიკ ბოუსმენი 43 წლის ასაკში სიმსივნით გარდაიცვალა.

ბოუსმენი ​ლოს-ანჯელესში თავის სახლში, ოჯახის გარემოცვაში გარდაიცვალა.

4 წლის წინ მას მსხვილი ნაწლავის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა ამის შესახებ საჯაროდ არ განუცხადებია.

"ჭეშმარიტმა მებრძოლმა, ჩედვიკმა, ამ ყველაფერს გაუძლო და მოგიტანათ ბევრი ფილმი, რომელიც ასე ძალიან გიყვართ... Marshall-დან Da 5 Bloods-მდე, აუგუსტ უილსონის Ma Rainey's Blach Bottom და კიდევ რამდენიმე - ყველა გადაიღეს უამრავი ოპერაციის და ქიმიოთერაპიის დროს." - ვკითხულობთ ოჯახის განცხადებაში.

ოჯახი ამბობს, რომ ფილმ Black Panther-ში King T'Challa-ს თამაში მისთვის დიდი პატივი იყო. 

ბოუსმენი ასევე ცნობილია ფილმებით Get on Up, 42, 21 Bridges და სხვ. მას მონაწილეობა აქვს მიღებული Marvel-ის სხვა ფილმებშიც.

Black Panther იყო პირველი ფილმი სუპერგმირების შესახებ, რომელიც ოსკარზე საუკეთესო ფილმის ნომინაციაში იყო წარდგენილი.

კომენტარები