ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ინფორმაციით, 2020 წელს საქართველოში აივ ინფიცირების 372 ახალი შემთხვევა აღირიცხა. შარშან ამავე პერიოდში ინფიცირების 449 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
2020 წლის 2 სექტემბრის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრში რეგისტრირებულია 8 474 აივ ინფიცირებული პირი. მათ შორის 6 326 მამაკაცია და 2 148 ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4 340 პაციენტს განუვითარდა. 1 734 გარდაიცვალა.
2 სექტემბრის მონაცემებით, აივ მკურნალობას იტარებს 5 220 პაციენტი, მათ შორის 46 ბავშვია.
რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია:
- 36.6 % (3107) - ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია
- 49.0 % (4150) - დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად
- 12.0 % (1020) - მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან
- 1.3 % (109) - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით
- 0.5 % (41) - სისხლის რეციპიენტია
- 0.6 % (47) - გადაცემის გზა დაუდგენელია
აივ ინფიცირების ყველაზე მეტი, 3 148 შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (3 148 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა 2 დაუდგენელი) სამეგრელოში - 1 165; იმერეთში - 1 017; აჭარაში - 970; აფხაზეთში - 528; კახეთში - 419 ქვემო ქართლში - 485; შიდა ქართლში - 314; გურიაში - 180; სამცხე-ჯავახეთში - 113 და ა.შ.
2020 წელს 99 აივ ინფიცირებული გარდაიცვალა. მათ შორის 79 მამაკაცია და 20 ქალი.
სულ საქართველოში გამოვლენილია 116 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 70 - ვაჟი, 46 - გოგონა. 27 გარდაიცვალა, 3 ქვეყნიდან გავიდა. 108 ვერტიკალური გადაცემით დაინფიცირდა - მათგან 1 ძუძუთი კვებით. 4 სისხლის რეციპიენტია, 2 კი დაუდგენელია.