2020 წელს გარდაცვლილები

ლინდა ჰემილტონის ტყუპი და გარდაიცვალა

NY Daily News

63 წლის ასაკში ამერიკელი მსახიობის ლინდა ჰემილტონის ტყუპი და, ლესლი ჰემილტონ ფრისი გარდაიცვალა.

"სასწრაფო დახმარების ექთანი, ჰოსპიტალის დამსახურებული თანამშრომელი, ლესლი ჰემილტონ ფრისი მოულოდნელად გარდაიცვალა". – წერია გაზეთ Burlington County Times-ის განცხადებაში.

ცნობილი მსახიობის დამ ჯეიმს კამერონის ტერმინატორ 2-ში ითამაშა. სცენაში, რომელშიც კადრში ორი სარა კონორი ჩანს ერთ-ერთს სწორედ ლესლი ასახიერებს.

თავად ლინდა ჰემილტონმა თითქმის ოცდაათწლიანი პაუზის შემდეგ, 2019 წელს ტერმინატორის ახალ ნაწილში ითამაშა.

კომენტარები