CineDOC-Tbilisi

დღეიდან საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი CinéDOC-Tbilisi იწყება

CinéDOC-Tbilisi

დღეიდან, 30 აგვისტოდან, საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების კინოფესტივალი CinéDOC-Tbilisi იწყება და 30 სექტემბრამდე გაგრძელდება.

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო ფილმების ჩვენება ღია ცის ქვეშ, კავეას Drive-In კინოთეატრში, კაფე სტამბაში, კავკასიურ სახლში, BIAFF-სა და ონლაინ გაიმართება.

"ახალმა რეალობამ გვიბიძგა, რომ ალტერნატიული გზები მოგვეძებნა ჩვენი საქმიანობის გასაგრძელებლად. უპრეცედენტო მდგომარეობასთან ადაპტაცია და გამოსავლის მოძებნა გახდა ჩვენი მთავარი ამოცანა. შედეგად ჩვენი ფესტივალი წელს ჰიბრიდის ფორმატში გაიმართება." - წერენ ორგანიზატორები.

კინოფესტივალს 1992 წელს გადაღებული ფილმი A Tunnel გახსნის, რომლის ჩვენებაც 20:30-ზე კავეას Drive-In კინოთეატრში გაიმართება.

კომენტარები