ნორვეგია-რუსეთი

რუსეთმა ნორვეგიიდან რუსი დიპლომატის გაძევების პასუხად ნორვეგიელი დიპლომატი გააძევა

Getty Images

მას შემდეგ, რაც ნორვეგიამ შპიონაჟში ეჭვმიტანილი ოსლოში დაკავებული ნორვეგიის მოქალაქის შემდეგ რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო, რუსეთმა საპასუხოდ მოსკოვში ნორვეგიის საელჩოდან ნორვეგიელი დიპლომატი გააძევა. ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია რუსეთის საგარეო სამინისტროდან შეატყობინეს.

"ეს სრულიად უსაფუძვლოა," – ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დიპლომატს არცერთი წესი დაურღვევია.

შეგახსენებთ, რომ 17 აგვისტოს ნორვეგიის სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციით, დაააკავეს ნორვეგიის მოქალაქე, რომელიც რუსეთის ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი. სადაზვერვო სამსახურის განცხადებით, ის ოსლოში, რესტორანში შეხვდა რუსეთის სადაზვერვო სამსახურის თანამშრომელს და გადასცა ინფორმაცია, რომელმაც, შესაძლოა, ნორვეგიის "ფუნდამენტური ინტერესები დააზარალოს".

სამართალდამცველებს დაკავებულის ვინაობა არ გაუსაჯაროებიათ. თუ მას ბრალი დაუმტკიცდება, 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

პროკურორ ლინე ნივოლ ნიგაარდის ცნობითდაკავებულის სამსახურიდან გამომდინარე, მას წვდომა ჰქონდა ინფორმაციაზე, რომელიც, შესაძლოა, საინტერესო ყოფილიყო რუსეთისთვის.

ჯაშუშობაში ბრალდებული მუშაობდა ნორვეგიაში დაფუძნებული კომპანია DNV GL-სთვის, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდი ტექნიკური კონსულტანტია განახლებადი ენერგიის, ნავთობისა და გაზის ინდუსტრიაში. ნორვეგიული მედიის ინფორმაციით, საქმე უნდა გვქონდეს ინდუსტრიულ ჯაშუშობასთან.

კომენტარები