აშშ-ჩინეთი

აშშ-მ სანქციები დაუწესა ჩინეთის მოქალაქეს ფენტანილის ტრეფიკინგისთვის

CNBC

25 აგვისტოს აშშ-მ სანქციები დაუწესა ჩინელს, თაოთაო ჭანგს, რომელსაც აშშ-ში ნარკოტიკის, ფენტანილის ტრეფიკინგში ადანაშაულებს.

აშშ-ს სახელმწფო მდივანი მაიკ პომპეო წერს, რომ აშშ სანქციებს უწესებს მსოფლიოში ერთერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნარკოტიკებით მოვაჭრეს. 

აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, თაოთაო ჭანგი არის ქიმიკოსი და ქიმიური ნივთიერებების მომმარაგებელი, რომელმაც აშშ-ში გაგზავნა არალეგალური სინთეზური ოპიოიდები

დეპარტამენტმა, ასევე, სანქციები დაადო ჰონგ-კონგის ელირაიზის ტექნოლოგიური ჯგუფის კომპანიას, რომლის დირექტორია ჭანგი. კომპანიას ბრალს სდებენ, რომ ის ჭანგის ფინანსური ტრანზაქციებისთვის მთავარი კომპანიაა. 

სანქციებით თაოთაო ჭანგს და აღნიშნულ კომპანიას აშშ-ში არსებული ყველა აქტივი ეყინებათ და ამერიკელებს მათთან ბიზნესის კეთება ეკრძალებათ.

უკიდურესად მავნე სინთეზური ოპიოიდი, ფენტანილი, 50-100 ჯერ უფრო ძლიერმოქმედია ვიდრე მორფინი. ნარკოტიკი, რომელიც უმეტესად ჩინეთიდან ექსპორტირდება, აშშ-ში ზედოზირებით გამოწვეული სიკვდილის ათასობით შემთხვევაზეა პასუხისმგებელი.

აშშ-ს დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის თანახმად, 2014 წელს ფენტანილის ზედოზირებისგან 5 5000 ადამიანი გარდაიცვალა. 2013 წლის მაჩვენებელთან შედარებით ეს 80%-იანი ზრდაა. 2018 წელს აშშ-ში ფენტანილისგან 29 000 ადამიანი გარდაიცვალა.

2019 წელს ჩინეთმა გამოაცხადა, რომ ძლიერმოქმედ ოპიოიდს, ფენტანილს და მის ყველა სახესხვაობას კონტროლირებადი ნივთიერებების ჯგუფში შეიტანს. ფენტანილის კლასიფიკაცის შეცვლას ჩინეთის პრეზიდენტი გასულ წელს ბუენოს-აირესში, დიდი ოცეულის სამიტზე დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ დათანხმდა.

ამერიკელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ აკრძალული ფენტანილის მთავარი წყარო ჩინეთია. ტრამპი სი ძინფინგს ადანაშაულებს, რომ დაპირება, შეეჩერებინა ნარკოტიკის გადინება აშშ-ში, არ შეასრულა. პეკინი ბრალდებას უარყოფს. 

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ჩინეთს ქიმიური ინდუსტრიის რეგულაციისკენ მოუწოდებს. 

კომენტარები