საბერძნეთი-თურქეთი

თურქეთი და საბერძნეთი კრეტის მახლობლად საზღვაო წვრთნების ჩატარებას ერთ დროს გეგმავენ

GETTY IMAGES

თურქეთი და საბერძნეთი ხმელთაშუა ზღვაში წვრთნების ჩატარებას გეგმავენ. წვრთნები კრეტის მახლობლად უნდა ჩატარდეს. ორივე ქვეყანა წვრთნების ჩატარებას ერთ პერიოდში გეგმავს, რაც რეგიონში დაძაბულობას კიდევ უფრო გაზრდის.

პირველად წვრთნები თურქეთმა დააანონსა და ხომალდებს მოუწოდა თავი შეიკავონ ამ ტერიტორიაზე გადაადგილებისგან.

მოგვიანებით საბერძნეთმა გამოაცხადა, რომ წვრთნებს ისინიც ჩაატარებენ და მისიაში სეისმური კვლევითი ხომალდიც მიიღებს მონაწილეობას. წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს ფლოტი და საჰაერო ძალებიც. ის დღეს, 25 აგვისტოს უნდა დაიწყოს.

ორივე ქვეყანამ წვრთნები დღეს, 25 აგვისტოს უნდა დაიწყოს.

დაძაბულობის განსამუხტად ათენს და ანკარას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰეიკო მაასი ეწვევა. ის საბერძნეთის პრემიერმინისტრს, კირიაკოს მიცოტაკისსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდება.

თურქეთსა და საბერძნეთს შორის დაძაბულობის ერთ-ერთი მიზეზი ხმელთაშუა ზღვაში, კრეტისა და კვიპროსის კუნძულების მახლობლად, სადავო წყლებში აღმოჩენილი ნავთობის და გაზის საბადოებია.

კომენტარები