თვითმკვლელთა რაზმი

ახალი თვითმკვლელთა რაზმის პრომოვიდეო გამოვიდა

ონლაინ ფესტივალზე DC FanDome კინოსტუდია Warner Bros.-მა თვითმკვლელთა რაზმის პრომოვიდეო გამოაქვეყნა.

ვიდეოში მსახიობთა შემადგენლობასა და მათ მიერ განსახიერებულ პერსონაჟებს ვეცნობით.

ახალ თვითმკვლელთა რაზმზე რეჟისორი ჯეიმს განი მუშაობს. მთავარ როლებს მარგო რობი, იუალ კინემანი, ტაიკა ვაიტიტი, ვაიოლა დევისი და იდრის ელბა ასრულებენ.

განმა სოციალურ ქსელში ფილმის პირველი ოფიციალური პოსტერიც გამოაქვეყნა.

 

კომენტარები