კორონავირუსი საქართველოში

COVID 19-ის ტესტირების მიზნობრივ ჯგუფს კაფეების და სასტუმროების მომსახურე პერსონალი დაემატება

სუს-ის უფროსის მოადგილის, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის თქმით, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ტესტირების მიზნობრივ ჯგუფებს დაემატონ ის ადამიანები, რომლებსაც ტურისტებთან აქტიური შეხება აქვთ.

მისი თქმით, ასეთ წრეს განეკუთვნებიან კაფე-ბარების, კლუბების, სასტუმროების მომსახურე პერსონალი. ისინი დაექვემდებარებიან ინტენსიურ ტესტირებას.

მიზნობრივი ტესტირების რაოდენობის გაზრდა, ძირითადად, შავი ზღვისპირეთში იგეგმება.

ამ დრომდე კორონავირუსის ტესტირების მიზნობრივ ჯგუფებში შედიოდა სამედიცინო პერსონალი, ლაბორატორიებსა და საბაჟო-გამშვებ პუნქტებში მომუშავე ადამიანები.

კომენტარები