არჩევნები2020

არველაძე: თუ ოცნებას ხმები დააკლდება, შესაძლოა, პატრიოტთა ალიანსთან ითანამშრომლოს

რევაზ არველაძე
საქართველოს პარლამენტი

ქართული ოცნების დეპუტატის რევაზ არველაძის თქმით, თუკი ვთქვათ, ქართულ ოცნებას ალიანსის შესაქმნელად ხმები დააკლდება, მაშინ ის მზადაა, მათთვის ნომერ პირველი პარტნიორი პატრიოტთა ალიანსი გახდეს. მისივე თქმით, თუ კიდევ არ ეყოფათ ხმები, მაშინ შესაძლოა ევროპულ საქართველოსთანაც ითანამშრომლონ. 

არველაძის თქმით, ეს მისი პირადი მოსაზრებაა და არა მთლიანად პარტიის. რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას და ლელოს, არველაძე ამბობს, რომ მათთან თანამშრომლობას გამორიცხავს. 

"მე როგორ დამისვეს იცით საკითხი, ვთქვათ, გავიდა ქართული ოცნება, ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო და ლელო, ვისთან შეიძლება შექმნათ კოალიციაო? მე ვუთხარი პატრიოტთა ალიანსთან შეიძლება მეთქი,  საკმარისი თუ არ აღმოჩნდა ეს ხმებიო? მაშინ მე ვუთხარი მე მიმაჩნია სწორად, ევროპულ საქართველოსთან, მაგრამ გამოვრიცხავ ნაციონალურ მოძრაობას და ლელოს- მეთქი". – ამბობს არველაძე. 

კომენტარები