საქსტატი

2019 წელს ყველაზე მეტი პირდაპირი ინვესტიცია ბრიტანეთმა, თურქეთმა და ირლანდიამ განახორციელეს

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, დაზუსტებული მონაცემებით, 2019 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1 310.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის მონაცემებზე 0.3%-ით მეტია.

2018 წელს საქართველოში პირდაპირი ინვესტიციის სახით 1 306.3 მილიონი აშშ დოლარი იყო.

2019 წელს საქართველოში ყველაზე მეტი პირდაპირი ინვესტიცია დიდმა ბრიტანეთმა განახორციელა - 236.6 მილიონი აშშ დოლარი, რაც საქართველოში განხორციელებული პირდაპირი ინვესტიციების 18%-ია.

  • მას მოსდევს თურქეთი 175.3 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციით - 13.4%;
  • მესამე ადგილზე ირლანდია, რომელმაც საქართველოში 133.2 მილიონი აშშ დოლარი დააბანდა - 10.2%;
  • მეოთხე ადგილზეა აშშ 111.5 მილიონი აშშ დოლარის პირდაპირი ინვესტიციით;

ასევე, საქართველოში პირდაპირი ინვესტიციები განახორციელეს:

  • ნიდერლანდები - 100.4$;
  • პანამა - 76.8;
  • ლუქსემბურგი - 68.8$;
  • რუსეთი - 54.5$;
  • ჩინეთი - 43.7$;
  • იაპონია - 39.5$;
  • სხვა ქვეყნები - 270.4$;

2019 წელს სამი უმსხვილესი სექტორის წილმა, განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, 50.4% შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 272.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობის 20.8 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება ენერგეტიკის სექტორი 261.6 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა 126.8 მლნ. აშშ დოლარით.

კომენტარები