რეი ფიშერი

რეი ფიშერის თქმით, DC-ს ხელმძღვანელი კარიერის დანგრევით ემუქრებოდა

Hollywood Reporter

კიბორგის როლის შემსრულებელმა რეი ფიშერმა კიდევ ერთი კონფლიქტი გაიხსენა, რომელიც სამართლიანობის ლიგის გადასაღებ მოედანზე მოხდა.

"ლოს-ანჯელესში სამართლიანობის ლიგის გადაღებებზე ჯეფ ჯონსმა(DC Entertainment-ის ხელმძღვანელი) ოფისში დამიბარა, სადაც ჩემი აგენტის თანდასწრებით მიმანიშნა, რომ თუ დამოკიდებულებას არ შევცვლიდი და არ გავჩუმდებოდი, ჩემს კარიერას ზიანი მიადგებოდა" – წერს სოციალურ ქსელში ფიშერი.

მსახიობს თავდაპირველად კონფლიქტი პროექტის ახალ რეჟისორთან, ჯოს უიდონთან ჰქონდა. სწორედ უიდონისადმი დამოკიდებულების შეცვლისკენ მოუწოდა ჯონსმა. 

ახლო წარსულში ფიშერმა უიდონი არაპროფესიონალიზმსა და შეურაცხყმყოფელ დამოკიდებულებაში დაადანაშაულა. რის შემდეგაც რეჟისორის წინააღმდეგ კასკადიორებმა გაილაშქრეს.

კომენტარები