პოლ გასქოინი

პოლ გასქოინის შესახებ ბიოგრაფიულ ფილმს გადაიღებენ

Chronicle Live

ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელის, პოლ გასქოინის შესახებ ბიოგრაფიულ ფილმს გადაიღებენ.

მომავალი ფილმი გასქოინის ავტობიოგრაფიას დაეფუძნება, რომელიც 30 წლის წინ გამოვიდა. თავად ფეხბურთელი პროექტის კონსულტანტი იქნება. ვინ შეასრულებს ინგლისის ნაკრების ნახევარმცველს ამ ეტაპზე უცნობია.

პოლ გასქოინი, იგივე "გაზა" 80-90-იან წლების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ინგლისელი ფეხბურთელი იყო. თამაშობდა კლუბებში Newcastle United, Tottenham Hotspur, Lazio, Rangers. 88-98 წლებში იყო ინგლისის ნაკრების ნახევარმცველი. კარიერის განმავლობაში მოპოვებული აქვს 20-ზე მეტი პერსონალური ჯილდო. 2002 წლიდან არის ინგლისური ფეხბურთის დიდების დარბაზის წევრი. 

კომენტარები