გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა

გელხაური: არვიცი პროკურატურამ რაზე დაყრდნობით დაუმძიმა ბრალი ზ.ხ.-ს, მტკიცებულება არ აქვთ

ფორმულა

19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის ზ.ხ-ს ადვოკატი გიორგი გელხაური, პროკურატურის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც შაქარაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ზ.ხ.-სა და ტოიოტა ქემრის კიდევ 4 მგზავრს ბრალი დაუმძიმდათ, აბსურდულს უწოდებს. 

მისი თქმით, არანაირი მტკიცებულებები იმის, რომ ბრალი დამძიმებულიყო, არ არსებობს. როგორც ადვოკატი ამბობს, არ იცის რაზე დაყრდნობით მოხდა ბრალის დამძიმება. 

"ეს მოლოდინი ჩვენ არ გვქონდა იმიტომ, რომ არანაირი მტკიცებულებები არ არსებობდა ამის, რომ ბრალი დამძიმებულიყო. გარემოება, რომ ვიღაცამ გზა მოუჭრა, ჩამოიარა, იქით ნახა, ეს არის აბსურდი. არ ვიცი ბრალდება რაზე დაყრდნობით საუბრობს და რაზე დაყრდნობით მოახდინა აღნიშნული ბრალის დამძიმება, თუმცა კიდევ გეტყვით, რომ ზ.ხ. დასაწყისშივე იძახდა, რომ ის და ვასილ სამხარაძე წავიდნენ მანქანის მოსაყვანად და ამის შემდეგ მოიყვანეს მანქანა და იქ დახვდათ ამირხანაშვილი". – ამბობს გელხაური. 

საქმის თვენახევრიანი მოკვლევის შემდეგ დღეს, 11 აგვისტოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი ხუთ დაკავებულს წარუდგინა. მიუხედავად იმისა, რომ საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) აქამდეც იძიებდნენ, ამ დრომდე ამ მუხლის საფუძველზე 17-დან არცერთ დაკავებულს ბრალი წარდგენილი არ ჰქონია.

პროკურატურის ცნობით, სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი ამ ხუთმა ადამიანმა მდინარე არაგვში გადააგდეს, რის შედეგადაც, ის გარდაიცვალა.

გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. საქმეზე დაკავებული 17 ადამიანიდან 6 არასრულწლოვანია.

კომენტარები