ქუთაისის აეროპორტი

კელი დეგნანი: აშშ მხარს უჭერს და მოუთმენლად ველით განახლებული ქუთაისის აეროპორტის გახსნას

შეერთებული შტატები მოხარულია, მხარი დაუჭიროს საქართველოს მთავრობასა და საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების საქმეში, სადაც ამჟამად ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობს.

დიზაინი არაჩვეულებრივია და აეროპორტი ულამაზესი იქნება. ეს პროექტი მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და შეერთებული შტატები მას მხარს დაუჭერს, რათა აეროპორტში გაიზარდოს იმ მაღალანაზღაურებად დასაქმებულთა რიცხვი, რომლებიც აუცილებელია აეროპორტის უმაღლეს დონეზე ფუნქციონირებისთვის.

ქუთაისის აეროპორტი არამარტო ერთ-ერთი ულამაზესი, არამედ ევროპაში ყველაზე უსაფრთხო აეროპორტიც იქნება, ვინაიდან აქ სრულადაა დანერგილი კოვიდ 19-თან დაკავშირებული ყველა რეგულაცია და მოთხოვნა.

ეს იქნება მართლაც თვალსაჩინო აეროპორტი და მოუთმენლად ველით განახლებული ქუთაისის აეროპორტის გახსნას.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, თქვა აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. ელჩმა აეროპორტში ახალი ტერმინალის სამშენებლო სამუშაოები ნათია თურნავასთან ერთად დაათვალიერა. აღსანიშნავია, რომ მარტის შემდეგ, ქუთაისის აეროპორტში რეგულარული ფრენები არ სრულდება. საქართველოს მთავრობა დაბალბიუჯეტიან კომპანიებს - Wizzair-ს და Ryanair-ს ჯერჯერობით ფრენის ნებართვას არ აძლევს,

კომენტარები