Twitter

ტრამპის უფროს შვილს Twitter-მა ანგარიში COVID-19-ზე დეზინფორმაციის გამო დაუბლოკა

დონალდ ტრამპ უმცროსი
GETTY IMAGES

Twitter-მა დონალდ ტრამპ უმცროსს COVID-19-ის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელების გამო 12 საათით ანგარიში დაუბლოკა.

პრეზიდენტის შვილმა გააზიარა ვიდეო, რომელშიც საუბარი იყო COVID-19-ის წინააღმდეგ ჰიდროქსიქლოროქვინის (“პლაქვენილი”) დადებით მოქმედებაზე. საზოგადოების გარკვეული ნაწილის, მათ შორის პრეზიდენტ დონალ ტრამპის განცხადებით, მალარიის საწინააღმდეგო წამალს კორონავირუსის პრევენციული მოქმედება აქვს, რაც მეცნიერული კვლევებით დამტკიცებული არ არის.

Twitter-ის განცხადებით, დონალდ ტრამპ უმცროსის პოსტი არღვევს სოცმედია საიტის წესებს COVID-19-თან დაკავშირებული დეზინფორმაციაზე. შესაბამისად, გადაწყვეტილება ანგარიშის დაბლოკვის შესახებ პლატფორმის პოლიტიკასთან თანხვედრაშია.

დონალდ ტრამპ უმცროსის წარმომადგენლის, ენდი სურაბიანის განცხადებით, Twitter-ის მიერ მიღებული ზომები სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაა და წინასაარჩევნო პერიოდში რესპუბლიკელთა ხმის ჩახშობას ემსახურება.

კომენტარები