მესტია

მესტიაში, სოფელ ლენჯერში დაკარგულ 13 წლის მოზარდს მე-8 დღეა ეძებენ

მესტიაში, სოფელ ლენჯერში დაკარგულ 13 წლის მოზარდს მე-6 დღეა ეძებენ. ილია ფილფანი 18 ივლისს, დილით სახლიდან ველოსიპედით გავიდა და აღარ დაბრუნებულა.

სამძებრო სამუშაოებში პოლიცია, სამაშველო სამსახური და ადგილობრივი მოსახლეობაა ჩართული.

მოზრადს დრონითა და ვერტმფრენითაც ეძებენ. 

24 ივლისს, დაკარგული მოზარდის მამამ ფორმულასთან სატელეფონო საუბარში თქვა რომ, სავარაუდოდ, 13 წლის ბიჭი სახლიდან გაქცევისთვის ემზადებოდა და ამისთვის რამდენიმე კვირით ადრე დაიწყო მზადება. მისივე თქმით, შვილთან "პატარა ცხოვრებისეული კონფლიქტები" ჰქონდა. 

კომენტარები