ფოთი

შსს: ფოთში ჩხრეკისას იარაღი და საბრძოლო მასალა ამოვიღეთ - დაკავებულია 1 ადამიანი

shutterstock

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის ფოთში ერთი ადამიანი, 1963 წელს დაბადებული ჰ.კ. დააკავეს. 

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულის ჩხრეკისას კალაშნიკოვის სისტემის "აკ-74"-ის მოდელის იარაღი, მჭიდი, 45 საბრძოლო ვაზნა, მაყუჩი, რეზინის ერთჯერადი ხელთათმანი, ნაჭრის ნიღაბი და 2 წებოვანი ლენტი ამოიღეს. 

გამოძიება 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას და ტარებას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები